"ყველაზე დიდი კაპიტალის" მფლობელი ქალი

"ყველაზე დიდი კაპიტალის" მფლობელი ქალი

შვიდი წლის წინ, თბილისის საკრებულოს ფოიეში ქართველი ემიგრანტის ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ეს პირველი მასშტაბური სოციალური "ივენთი" იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი. შემოსული თანხა მთლიანად, უპოვართათვის გახლდათ გამიზნული. საკრებულოს შენობაში ოდნავ მოგვიანებით, მოკრძალებულად შემოვიდა ხანდაზმული ქალბატონი, შვილიშვილთან ერთად. მისი სახე ცარცზე უფრო თეთრი იყო და უსაზღვროდ ლურჯი თვალებით დარბაზში სითბო შემოიტანა.

არისტოკრატიული მანერების მქონე ქალი დალი ქვირია აღმოჩნდა, რომელსაც დედის გენეტიკა აშკარად ეტყობოდა. ლორთქიფანიძეების ცისფერი სისხლის მატარებელს, ვერც ასაკი იმორჩილებს იოლად და ვერც ის დუხჭირი ცხოვრების ქარბორბალა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველას მტკივნეულად დაატყდა თავს.

დალი ქვირიას მსგავსი წარსული ძალიან ცოტას აქვს. ერთხანს მამამისი თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორიც იყო, მიუხედავად "არასაიმედო წარსულისა". დალის დაბადების შემდეგ, 1937 წელს, იმერეთიდან წამოსული, მოსაკითხით დატვირთული ბაბუა (მამის მამა) "კულაკობის" ბრალდებით, მატარებელში დაუჭერიათ - ნობათში შემწვარი გოჭიც ყოფილა და ამას როგორ აპატიებდნენ პროლეტარული ჩეკას წარმომადგენლები?!. ოჯახს მუდმივი შიში სდევდა თან. მამის დაჭერაც მოსალოდნელი იყო, მით უფრო, რომ ქვირიები ნიკო ნიკოლაძეს ენათესავებოდნენ...

ოჯახის რჩევით, დალი ფიზიკოსი გახდა. ჰქონდა მეცნიერული კარიერის გაკეთების საშუალებაც, მაგრამ მას სხვა სფერო უფრო მეტად იზიდავდა: "მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად ვმუშაობდი. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ვთვლიდი, რომ ჩემი წვლილი უნდა შემეტანა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დირექტორი განცხადებაზე ხელს არ მიწერდა. იქ ხელფასი არ გექნება და შვილს რას უპირებო? ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა ახალჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ სააგენტო "მაცნეში". ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას ვესწრებოდი. დიქტოფონი ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა.

ჩანაწერის გასაშიფრად მხოლოდ ღამე ვიცლიდი. ერთხელ თვალზე ტრავმა მივიღე, რაღაც ჩამივარდა. ექიმმა ნემსი გამიკეთა და ქუჩაში გამოსვლა ერთი კვირით ამიკრძალა. მეორე დღეს ტელევიზიასთან მიტინგი იყო. ჩემს შვილთან ერთად წავედი - რა გამაძლებინებდა სახლში?! ასე, თვალახვეული ვიდექი და დიქტოფონით ვიწერდი გამოსვლებს. შვილმა მითხრა, - ზვიადი სულ შენკენ იყურებაო. რამდენიმე დღეში ჩვენი სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტანგ ბახტაძე მეუბნება, - ბატონი ზვიადი "მრგვალი მაგიდის" პრესმდივნობას გთავაზობსო. ალბათ, თვალახვეული რომ მაინც ვმუშაობდი, ეს დააფიქსირა. მოკლედ, გავხდი "მრგვალი მაგიდის" პრესმდივანი. დღეში ხანდახან, რამდენჯერმე იკრიბებოდა "მრგვალი მაგიდა" და ყველაფერს ვიწერდი. ხელფასი არ მქონდა, ისე ვმუშაობდი. ბოლოს, მგზავრობის ფულიც რომ აღარ გამაჩნდა, ბიჭებმა გაიგეს ჩემი მდგომარეობა და არ ვიცი, ვინ რა უთხრა ზვიადს, მაგრამ მერე კი მაძლევდნენ ხელფასს. პარტიაში არ შევედი, რადგანაც ვთვლიდი, რომ მაშინ არაობიექტურობას დამაბრალებდნენ. ყველაფერ ამის მიუხედავად, პენსია, ჩვეულებრივად, 160 ლარი მაქვს. კი, კარგია, მეტი რომ მქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს ჩვენს ქვეყანას და მეც ამ ქვეყნის შვილი არ ვარ?"

ამ მონათხრობს დიდი სიამოვნებით არ წაიკითხავენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ან პარლამენტში არიან, ან - შესვლას აპირებენ. ყველას უნდა მატერიალურად უზრუნველყოფილი სიბერე მაინც!

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია