საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები

საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები

საქართველოში წარმოებული პროდუქტების სია საკმაოდ მრავალფეროვანია. აღსანიშნავია, რომ ყველა რეგიონისთვის კონკრეტული პროდუქტის წარმოებაა დამახასიათებელი, რაც რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობებითაა განპირობებული. Allnews.ge შეეცადა გაერკვია, რომელი პროდუქტები იწარმოება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები. ჩვენ კვლევისთვის გამოვიყენეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია თავმოყრილი. აღნიშნული სია საქართველოში გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს გასულ წელს წარუდგინა.

ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შიდა ქართლი ვაშლის და ბლის წარმოებით გამოირჩევა, ქვემო ქართლში საკმაოდ დიდი რაოდენობის ხახვი, პომიდორი და კიტრი იწარმოება. კახეთი ატმის წარმოებით გამოირჩევა. (აქვე უნდა აღინიშნოს კახეთის ლიდერობა ყურძნის წარმოების თვალსაზრისით, რადგან კახეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი მევენახეობის მხარე იყო საქართველოში. ავტ.) იმერეთი მწვანილის, ასევე რძის პროდუქტების წარმოებით ლიდერობს. ასევე დიდი რაოდენობით მწვანილი იწარმოება სამეგრელოში. სამეგრელოს რეგიონი ჩაისა და თხილის წარმოებით, გურია ასევე თხილის წარმოებით გამოირჩევა. აჭარაში დიდი რაოდენობით მანდარინი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით სტაფილო იწარმოება.

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია