საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

 საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. მათივე განმარტებით, საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მომხდარი ტერორისტული აქტების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

"მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე", - აცხადებენ სუს-ში.

დღეს ბრიუსელში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ტერორისტებმა აფეთქებისთვის საზოგადოების თავშეყრის ადგილები შეარჩიეს: აეროპორტი და მეტროსადგური, სადაც რამდენიმე წუთის ინტერვალში განხორციელდა აფეთქებები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია