დავით უსუფაშვილი - ჩვენი ვალია ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება

დავით უსუფაშვილი - ჩვენი ვალია ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება

ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება, - ასე გამოეხმაურა საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში დღეს მომხდარ ტერორისტულ აქტებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის სახელით ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

"შეძრწუნებული ვარ საზარელი ტერორისტული აქტებით, ევროპის დედაქალაქში - ბრიუსელში. საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს, თანაგრძნობას გამოვხატავ ბელგიის ფედერალურ პარლამენტში ჩვენი კოლეგებისა და მთელი ბელგიელი ხალხის მიმართ! დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."