როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის გულის მოგებას

როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის გულის მოგებას

პოეტის პედაგოგიური მოღვაწეობა მსოფლიოში უნიკალურ სოფელ ფარცხნალში სულ რაღაც 200-300 კომლით დასახლებული, ხარაგაულის რაიონის სოფელი ფარცხნალი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. ამ პატარა სოფელმა საქართველოს ოთხი აკადემიკოსი, ორმოცამდე პროფესორი, ხელოვნების, კულტურის, პედაგოგიური სფეროს არაერთი ღვაწლმოსილი ადამიანი აღუზარდა. ხუთი მათგანი საქართველოში სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებელი გახდა. მათ შორის არიან: ევგენი ხარაძე, ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებელი; მისი ძმა არჩილ ხარაძე, გამოჩენილი მათემატიკოსი; უდიდესი დრამატურგი - კიტა ბუაჩიძე; მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და რეჟისორი - რეზო თაბუკაშვილი; მისი შვილი ლაშა თაბუკაშვილი; ნადეჟდა ხარაძე - ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი... ჩამონათვალი ვრცელია... სიმბოლურია, რომ სწორედ ამ სოფელში 1910 წლის გაზაფხულზე დაწყებით სკოლაში მასწავლებლად გაანაწილეს 19 წლის გალაკტიონ ტაბიძე. მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, ხარაგაულისადმი მიძღვნილი ოთხტომეულის ავტორი - იზა ვეფხვაძე მოგვითხრობს:

- გალაკტიონი ფარცხნალის დაწყებითი სკოლის პედაგოგად 1910 წლის გაზაფხულზე დაინიშნა. 19 წლის პოეტმა ხარაძეების უბანში, დიმიტრი ხარაძის სახლში დაიდო ბინა. ყველაზე პატარა და მყუდრო ოთახი აირჩია. მთელ მის ავლა-დიდებას მაგიდა, საწოლი და სკამი შეადგენდა. ოთახის ერთადერთი ფანჯრიდან სოფლის ულამაზესი ხედები იშლებოდა. 2007 წელს ამ სახლში გალაკტიონის ოთახი-მუზეუმი გაიხსნა... ოჯახის წევრები დღესაც მოწიწებით აღებენ ამ ოთახის კარს... ფარცხნალის დაწყებითი სკოლა სოფლის შუაგულში, ეკლესიის ეზოში, უხეირო ხის ქოხში ყოფილა მოთავსებული. სკოლის ინვენტარს ხელით გამოჩორკნილი ხის მერხები და სკამები შეადგენდა, რომელზეც ათიოდე ბავშვი იჯდა. ზოგიერთი მათგანი თურმე ლოდზე ჩამომჯდარი სწავლობდა. მოსწავლეებს ორი პედაგოგი ჰყავდათ: გალაკტიონი და ღვთისმეტყველების მასწავლებელი, დეკანოზი სიმონ ხარაძე. ღვთისმეტყველების მოძულე გალაკტიონი ვერ იქნა და ვერ შეეთვისა, ვერ გაუშინაურდა სიმონს. დეკანოზი ბრაზობდა, რადგან ვერაფერი მოუხერხა თავისუფლების იდეით შეპყრობილ ახალგაზრდა პედაგოგს, რომლის სიტყვა და მოწოდება ანდამატივით იზიდავდა ბავშვებს.

- პოეტი მოსწავლეების მიმართ მკაცრი იყო?

- მოსწავლეების მიმართ გამორჩეულად გულისხმიერი ყოფილა. ერთხელ, გაკვეთილზე გალაკტიონის საყვარელი მოსწავლე - ერმალოზ ბუაჩიძე არ გამოცხადებულა. გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელი მის სახლში მისულა. ერმალოზის დედას მოუბოდიშებია: ერთადერთი შარვალი გავურეცხე, გაშრობა ვერ მოასწრო და გაკვეთილებიც ამიტომ გაუცდაო. გალაკტიონს ჯიბიდან 50 კაპიკი ამოუღია და ბიჭის მშობლებისთვის უთქვამს, - ამ ფულით ერმალოზს შარვალი უყიდეთო. ერთ დილას, სკოლის ეზოში შესულ გალაკტიონს არასასიამოვნო სურათი დახვედრია: წინაღამეს ძლიერ ქარს ეკლესიის ეზოში დარგული ხუთწლიანი ცაცხვის ნარგავი ამოუგდია. გალაკტიონმა მიწის ფხოჭნა დაიწყო თურმე. ამ დროს ეზოში მისი მოწაფე, ერმალოზი შემოსულა. გალაკტიონს უთხოვია: არიქა, ერთი სარი მიშოვე სადმეო. მერე ცაცხვის ხისთვის მიწა მიუყრია, ჭიგო დაუსვია და ზედ მიუკრავს. განსაკუთრებით ჰპატრონობდა თურმე ცაცხვის ახალგაზრდა ნერგს - წყალს უსხამდა, ელოლიავებოდა. სოფელში ამ ცაცხვის ხეს დღესაც "გალაკტიონის ცაცხვს" ეძახიან. სხვებისგან განსხვავებით, გამორჩეული და მკერდგანიერია. თუმცა ამაში გასაოცარი არაფერია - ის ხომ გალაკტიონის ხელშენახებია!..

- ალბათ გალაკტიონის პედაგოგიური საქმიანობა მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებით არ შემოიფარგლებოდა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია