ფილოლოგი ქალის კივის პლანტაციები სამეგრელოში და 2 მილიონამდე გაზრდილი 200 000 დოლარიანი ინვესტიცია

ფილოლოგი ქალის კივის პლანტაციები სამეგრელოში და 2 მილიონამდე გაზრდილი 200 000 დოლარიანი ინვესტიცია

პროფესიით ფილოლოგმა, 2011 წლიდან სამეგრელოში, სოფელ ზემო ეწერში კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო და ბიზნესში ჩადებული 200 000 დოლარის მოცულობის ინვესტიცია უკვე 2 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

გერმანული და რუსული ენების ფილოლოგი ნონა თორდია დღეს წარმატებული ფერმერი და შპს "გემუანის" მფლობელია.

უნივერსიტეტის კათედრაზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სწავლა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში გააგრძელა. შემდეგ ეტაპზე გერმანიაში მენეჯმენტი შეისწავლა. წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკაში. როგორც თავად ამბობს, ყოველივე ამან დიდი გამოცდილება შესძინა და საბოლოოდ, სწორი ანალიზის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს გატარებიული, საზღვარგარეთ დარჩენაზე არასდროს უფიქრია და მუდამ იმაზე ოცნებობდა, მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში შეძლებისდაგვარად გამოეყენებინა.

"სულ მინდოდა, ყველგან სიამოვნებით და სიამაყით მეთქვა, რომ საქართველოდან ვარ და ჩემს შვილებსაც ეამაყათ ამით!"

- როდის დაიწყეთ ფიქრი საკუთარ ბიზნესზე და რატომ მაინცდამაინც კივის პლანტაციები?

- შეიძლება ითქვას, მე და მამამ ერთად დავიწყეთ. მამა სამეგრელოდან არის. დიდხანს ვფიქრობდით, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი მუდამ გვქონდა. როდესაც საუბრობ რეგიონში საქმიანობის დაწყებაზე, პირველი, რაც თავში აზრად მოგდის, სოფლის მეურნეობაა. გვქონდა მიწის ნაკვეთი, ვიცნობდით ადგილობრივ მოსახლეობას. ისიც ვიცოდით, რომ რეგიონში უმუშევრობა იყო. საკითხი კარგად შევისწავლეთ და გამოჩნდა, რომ მსოფლიო ბაზარზე კივის საკმაოდ დიდი დეფიციტია, ჩვენთან კი შესანიშნავი კლიმატია ამ უნიკალური ხილის პლანტაციებისთვის. 2011 წელს იდეა და ბიზნესგეგმა რეალობად ვაქციეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია