საქართველოს საექსპორტო კალათაში ცვლილებებია - გარკვეული პროდუქციის ექსპორტი მცირდება, მაგრამ ჩნდება ახალი პროდუქტები, რომელთა ექსპორტი იზრდება.
Allnews.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ საქართველოს ეკონომიკის ექსპერტები მსოფლიოში ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და რომელ პროდუქტებს მიიჩნევენ პერსპექტიულად.
ამასთან, საინტერესოა რა პროექტებს ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებულმა ამა თუ იმ პროდუქციამ ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საექსპორტო კალათის ლიდერი პირველად შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადანმა და კონცენტრატებმა დაიკავა. ბოლო წლების რეიტინგით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, მესამე ადგილზე კი ფეროშენადნობებია. თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა თხილისა და კაკლის ექსპორტი. საექსპორტო კალათის ხუთეულში შედის სამკურნალო საშუალებები, რომელთა ექსპორტი 39 მილიონამდეა მომატებული წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.