ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება? - რა საკითხზე იგეგმება კონსულტაციები "ქართულ ოცნებაში"

ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება? - რა საკითხზე იგეგმება კონსულტაციები "ქართულ ოცნებაში"

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დაესწრება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აპრილში დაგეგმილ ყრილობას ან რაიმე ფორმით მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტიის მომავალ საქმიანობაში.

"ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ. ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."