"10 წელი არ ველაპარაკებოდით მე და წურწუმია... მამულიჩას დაჭერაზე ამიგორეს ჭორები" - თემურ თათარაშვილი დაკარგულ მეგობრებზე

"10 წელი არ ველაპარაკებოდით მე და წურწუმია... მამულიჩას დაჭერაზე ამიგორეს ჭორები" - თემურ თათარაშვილი დაკარგულ მეგობრებზე

მომღერალი თემურ თათარაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში პატიმრობის პერიოდს იხსენებს და იმ მეგობრებს, რომლებმაც პატიმრობაში მყოფს ზურგი აქციეს. მომღერალი ახლა მოსკოვშია და იქ აგრძელებს მუსიკალურ მოღვაწეობას, წელს თათარაშვილი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"როდესაც დამიჭირეს და გამიჭირდა, ბევრმა მეგობარმა ზურგი მაქცია, ბევრი კი გვერდში დამიდგა. სოსო პავლიაშვილი ჩემს ოჯახს ყველანაირად გვერდში ედგა, ყურადღებას აქცევდა. ასევე, დათო გომართელიც. ციხიდან რომ გამოვედი, თავის კლუბში სიმღერა შემომთავაზა - იმ მომენტში ჩემთვის ყოველ თეთრს მნიშვნელობა ჰქონდა. მერე სხვისგან გავიგე, დათოზე ზეწოლაც კი ყოფილა - დაუბარებიათ, ნუ ამღერებო. დათოს ეს ჩემთვის არც უთქვამს.

მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ვიღაცეები ისევ გამოჩნდნენ. ათი წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს მე და ლელა წურწუმია. თქვენ კარგად იცით, რომ პოლიტიკამ ბევრი ადამიანი დააშორა ერთმანეთს. ლელა და მამულიჩა იყვნენ სხვა მხარეს, მე - სხვა მხარეს. ამის გამო აღარ გვქონდა ურთიერთობა. ჩვენ შორის ჩხუბიც კი არ ყოფილა. ახლახან მაია ჯაბუას კონცერტზე ვნახე, გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მამულიჩას დაჭერასთან დაკავშირებითაც ამიგორეს ჭორები, ბევრი წერეს. მე რა შუაში ვიყავი მამულიჩასთან, მასთან რა ურთიერთობა მქონდა... ღმერთმა დამიფაროს, მე რომ გამეკეთებინა, ეს ხომ ჩემს შვილიშვილს დახვდება წინ და არ მეპატიება. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მე არავის არაფერს ვერჩი. არავის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. აბსოლუტურად გარკვეული მაქვს, ვინაა ჩემი მეგობარი და ვინ - არა... მე მათი მხოლოდ კარგი გამიხარდება და ცუდი გულწრფელად მეწყინება, იმიტომ რომ, ოდესღაც, ისინი ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. მოსკოვში ყველა ქართველ მომღერალთან მაქვს ურთიერთობა. ჩემი და სოსო პავლიაშვილის ურთიერთობა სულ სხვაა. როგორც კი ახალ სიმღერას დაწერს, ეგრევე მიგზავნის..."

ხათუნა კორთხონჯია

ჟურნალი "თბილისელები"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება

როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს

10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"