რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!

რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!

ყვე­ლა­ფე­რი 50 წლის წინ და­იწყო, შო­თა რუს­თა­ვე­ლის 800 წლის იუბი­ლეს დღე­ებ­ში. ისე­ვე, რო­გორც სხვა სკო­ლებ­მა, მი­სი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მაც პა­ტა­რა ზე­ი­მი მო­აწყო. ამ სა­ღა­მო­ზე, გუ­რამ ახა­ლა­ი­ამ რუს­თა­ვე­ლის აფო­რიზ­მე­ბით მო­ი­წო­ნა თა­ვი და პე­და­გოგ­მა ზე­ი­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" აჩუ­ქა. ეს იყო 1966 წლის სა­ი­უ­ბი­ლე­ო სას­კო­ლო გა­მო­ცე­მა.

"ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ირ­გ­ვ­ლივ

- მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რი­ას რო­ცა გვიყ­ვე­ბო­და, დას­ძი­ნა, - სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" უამ­რა­ვი კარ­გი გა­მო­ცე­მა არ­სე­ბობ­სო. ერ­თხელ, ისიც მითხ­რა, რო­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბა, ეს გა­მო­ცე­მე­ბი შე­ი­ძი­ნეო. სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი და წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი წიგ­ნის შოვ­ნა რთუ­ლი იყო. თუ "ვეფხის­ტყა­ო­სანს" სად­მე წა­ვაწყ­დე­ბო­დი, ვყი­დუ­ლობ­დი. სა­ერ­თოდ, მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა მქონ­და. წი­ნა სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში, მე­გო­ბარ­მა მკითხა: შემ­თხ­ვე­ვით, "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" მეგ­რულ ენა­ზე ხომ არა გაქ­ვ­სო? რუს­თა­ვე­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო წელს, კა­კა ჟვა­ნი­ას ნა­თარ­გ­მ­ნი, სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე აკ­რე­ფი­ლი ტექ­ს­ტით, 7 წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და და ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი მქონ­და. მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა, მა­მა­ჩემს მოს­კოვ­ში გა­მო­ფე­ნა აქვს და თუ შე­იძ­ლე­ბა, მოგ­ვე­ციო. წიგ­ნი ვათხო­ვე, გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ და­მიბ­რუ­ნეს და მე­გობ­რის მა­მა, ვახ­ტანგ ნა­თე­ნა­ძე და­ინ­ტე­რეს­და, - "ვეფხის­ტყა­ო­სანს" ხომ არ აგ­რო­ვე­ბო? - არა-მეთ­ქი. - მა­ინც, რა­მდე­ნი წიგ­ნი გექ­ნე­ბაო? რო­ცა ვუთხა­რი, - 100-მდე-მეთ­ქი, - კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ყო­ფილ­ხა­რო. და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გის კო­ლექ­ცი­ის უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი და აღ­ვ­ფ­რ­თო­ვან­დი. ამის მე­რე კი­დევ უფ­რო და­ვინ­ტე­რეს­დი ამ საქ­მით.

"ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ყიდ­ვა გა­ვაგ­რ­ძე­ლე და ერთ-ერ­თი სრულ­ყო­ფი­ლი კო­ლექ­ცია ასე შე­ვაგ­რო­ვე. 1712 წლი­დან დღემ­დე რაც გა­მო­სუ­ლა, ყვე­ლა ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა მაქვს. ეს ჩე­მი კო­ლექ­ცი­ის დი­დი ღირ­სე­ბაა. "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" მსოფ­ლი­ო­ში 49 ენა­ზე გა­მო­ვი­და და ყვე­ლა ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი მაქვს, ოღონდ ზო­გი­ერ­თი არას­რულ­ყო­ფი­ლია. სულ 450-მდე სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნია ჩემს კო­ლექ­ცი­ა­ში. ზო­გი მათ­გა­ნი ავ­ტოგ­რა­ფი­თაც არის. 1712 წლის გა­მო­ცე­მა ყვე­ლა კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის ოც­ნე­ბაა. მეც, თით­ქ­მის 40 წლის მან­ძილ­ზე ვე­ძებ­დი. ამ წიგ­ნის ფაქ­სი­მა­ლუ­რი ას­ლი აკა­კი შა­ნი­ძემ 1937 წელს გა­მოს­ცა. ზუს­ტად გა­ი­მე­ო­რა ყვე­ლა­ფე­რი, ქა­ღალ­დიც კი იმ­დე­ნად მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლი იყო, რომ ყვე­ლას 1712 წლის გა­მო­ცე­მა ეგო­ნა. ერ­თხელ, ზეს­ტა­ფო­ნი­დან და­მი­რე­კეს, ჩა­ვე­დი და 1937 წლის გა­მო­ცე­მა აღ­მოჩ­ნ­და. კა­ხეთ­შიც ჩა­ვე­დი, - მიმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, ნამ­დ­ვი­ლად ძვე­ლი წიგ­ნიაო და იქაც არ გა­მი­მარ­თ­ლა. მე­რე, რომ მი­რე­კავ­დ­ნენ, აღარ მივ­დი­ო­დი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, - სა­ტი­ტუ­ლო გვერდს ფო­ტო გა­და­უ­ღეთ და გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ-მეთ­ქი. ბო­ლოს, მი­ვა­გე­ნი იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ეს წიგ­ნი რა­ღაც პრობ­ლე­მის გა­მო გა­ყი­და. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ნორ­მა­ლურ ფა­სად და­მით­მო. ეს გა­მო­ცე­მა მსოფ­ლი­ო­ში სულ 24 ცა­ლია დარ­ჩე­ნი­ლი და ჩე­მი ეგ­ზემ­პ­ლა­რი სა­უ­კე­თე­სო­დაა შე­ნა­ხუ­ლი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გვერ­დი აკ­ლია. მი­სი გაყიდვა უცხო­ე­ლებ­მა ბევ­რ­ჯერ მთხო­ვეს, დიდ თან­ხა­საც იხ­დიდ­ნენ, მაგ­რამ არ მი­ვე­ცი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ბალ­მონ­ტის თარ­გ­მა­ნის პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც 1933 წელს, პა­რიზ­ში და­ი­ბეჭ­და. არ­სე­ბობს ამ გა­მო­ცე­მის და­ნომ­რი­ლი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რებს და­უ­რი­გეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღ­მოჩ­ნ­და ნო­მე­რი 007, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ბე­რი­ას ან მო­ლო­ტო­ვის ეგ­ზემ­პ­ლა­რი. ვერ მი­ვუს­წა­რი, ძა­ლი­ან დამ­წყ­და გუ­ლი. ვინც იყი­და, ის მე­რე რუ­სეთ­ში წა­ვი­და და იქ გა­ყი­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, მაგ­რამ ვერ შე­ვი­ძი­ნე. და­უ­ნომ­რა­ვი ბალ­მონ­ტის

წიგ­ნი პა­რიზ­ში შე­ვი­ძი­ნე ჩე­მი მე­გობ­რის, გი­ორ­გი ქა­ჯა­ი­ას დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც იმ დროს პა­რიზ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კონ­სუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. იგი­ვე წიგ­ნი საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ­მა ემიგ­რან­ტ­მა, ვიქ­ტორ ხო­მე­რიკ­მა იშო­ვა და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ხე­ლით გა­მო­მიგ­ზავ­ნა. 1940 წელს, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის რუ­სუ­ლად თარ­გ­მ­ნი­ლი "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" გა­მო­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და თარ­გ­მან­ზე ცი­ხე­ში მუ­შა­ობ­და. სტა­ლინ­მა ხელ­ნა­წე­რი წა­ი­კითხა და ბე­რი­ას მის­წე­რა: - აქამ­დე, "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" რუ­სუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად პეტ­რენ­კოს თარ­გ­მა­ნი მომ­წონ­და. გა­ვე­ცა­ნი ნუ­ცუ­ბი­ძის თარ­გ­მანს, ის სა­უ­კე­თე­სოა. მეც ვცა­დე ერ­თი სტრო­ფის გა­და­თარ­გ­მ­ნა (სტრო­ფი #1614). თუ ნუ­ცუ­ბი­ძეს აწყობს, იქ­ნებ ასე ააჟ­ღე­როსო. ბო­ლოს კი მი­ა­წე­რა - "ვო ვსი­ა­კომ სლუ­ჩაე, ხო­რო­ში ნა­დო ზა­მე­ნიტ ლუჩ­შიმ". ამით მი­ა­ნიშ­ნა, რომ თა­ვი­სი უკე­თე­სი იყო. რა თქმა უნ­და, სტა­ლი­ნის ნა­თარ­გ­მ­ნი სტრო­ფი წიგ­ნ­ში შე­ი­ტა­ნეს. 1940 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი", ლა­მა­ზი ყდი­თა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ყუ­თით, სტა­ლინს მი­უ­ტა­ნეს, რო­მელ­მაც ასე­თი შეს­წო­რე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა: "პერე­ვოდ შალ­ვი ნუ­ცუ­ბიდ­ზე" ჩა­ას­წო­რა - "პე­რე­ვოდ ს გრუ­ზინ­ს­კო­გო, შალ­ვი ნუ­ცუ­ბიდ­ზე".

სა­ტი­ტუ­ლო გვერ­დე­ბი ჩა­ას­წო­რა; რამ­დე­ნი­მე ილუს­ტ­რა­ცია და­ი­წუ­ნა, პირ­და­პირ გა­და­ხა­ზა და ასე მიჰ­ყ­ვა, თა­ვი­სი მი­ნა­წე­რე­ბი და­ტო­ვა. წიგ­ნის ტი­რა­ჟი იმ­წამ­ს­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს (გა­ა­ნად­გუ­რეს) და ხე­ლახ­ლა, ზუს­ტად იმა­ვე ყდა­ში და იმა­ვე ტი­რა­ჟით, 1941 წელს გა­მოს­ცეს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია 1940 წლის გა­მო­ცე­მა. სად არ ვე­ძე­ბე? ნუ­ცუ­ბი­ძის ოჯახ­საც არა აქვს. მხო­ლოდ გო­რის მუ­ზე­უმ­­შია სტა­ლი­ნის მი­ერ ჩას­წო­რე­ბუ­ლი წიგ­ნი, სა­ი­და­ნაც ას­ლე­ბი გა­და­ვი­ღე. ბე­რი­ა­სად­მი მი­წე­რი­ლი წე­რი­ლის ას­ლიც მაქვს. ნუ­ცუ­ბი­ძი­სე­უ­ლი თარ­გ­მა­ნი დღემ­დე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვ­ლე­ბა. "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" იშ­ვი­ა­თი ჩი­ნუ­რი წიგ­ნე­ბი­დან 5 გა­მო­ცე­მა მაქვს. ფი­ნუ­რი გა­მო­ცე­მა ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჩა­მო­მი­ტა­ნეს. გა­მიკ­ვირ­და, რომ იშო­ვეს, რად­გან ძნე­ლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლი იყო. და­მი­რე­კეს, შენ­თ­ვის წიგ­ნი მოგ­ვაქ­ვ­სო. ეს ის დროა, შუ­ქი აერო­პორ­ტ­შიც კი არ იყო. არ და­ვე­ლო­დე მე­ო­რე დღეს და წა­ვე­დი აერო­პორ­ტ­ში, იქ გა­მო­ვარ­თ­ვი. ერთ დღე­საც, რამ­დე­ნი­მე "ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე" სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბის ავ­ტოგ­რა­ფი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მათ შო­რის, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სა. გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ გა­მო­ფე­ნის მომ­ზა­დე­ბის წინ მეთხო­ვა სა­ელ­ჩო­ე­ბის­თ­ვის, დამ­ხ­მა­რე­ბოდ­ნენ - თუ ამა თუ იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მო­ი­სურ­ვებ­და, წარ­წე­რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მათ ენა­ზე გა­მო­ცე­მულ "ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე". მაქვს იტა­ლი­ის, სომ­ხე­თის, თურ­ქე­თის, ყა­ზა­ხე­თის, სლო­ვა­კე­თის, ბე­ლო­რუ­სის, გერ­მა­ნი­ის, უკ­რა­ი­ნის, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ავ­ტოგ­რა­ფე­ბი. ეს, რაც გა­მახ­სენ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, იტა­ლი­ი­სა და ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტე­ბის წარ­წე­რე­ბი. ეტყო­ბა, ისი­ნი წი­ნას­წარ მო­ემ­ზად­ნენ და რუს­თა­ველ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეს. ამას­თან ერ­თად, მად­ლო­ბას მიხ­დი­ან უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, რაც ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა.

მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცია

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და. ქუ­თა­ი­სის სტამ­ბა­ში შა­ვი ჭი­რის სა­შიშ­რო­ე­ბის გა­მო, დი­რექ­ტორ­მა სტამ­ბა რა­ჭის სო­ფელ წეს­ში გა­ხიზ­ნა, სა­დაც და­ნად­გა­რე­ბი და ცო­ტა ქა­ღალ­დი წა­ი­ღეს. "ღვთის­მ­შობ­ლის ლოც­ვა­ნი" გა­მოს­ცეს და ქა­ღალ­დის სიმ­ცი­რის გა­მო, ის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი გა­მო­ვი­და. ეს წიგ­ნი მე არ მაქვს, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია ორი ცა­ლი და­ცუ­ლი. ერ­თხანს, ნო­მენ­კ­ლა­ტუ­რულ მუ­შა­კებს უცხო­უ­რი წიგ­ნე­ბის სი­ას უგ­ზავ­ნიდ­ნენ. პარ­ტი­ის რა­ი­კო­მის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­ლ­დათ. იმ დროს მას­თან კომ­კავ­ში­რის რა­ი­კო­მის პირ­ველ მდივ­ნად ვმუ­შა­ობ­დი. ერ­თხე­ლაც, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვ­რე­ბის (მი­ქე­ლან­ჯე­ლო, ტი­ცი­ა­ნი, რე­ნუ­ა­რი...) მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი მო­ი­ტა­ნეს.

ბა­ტონ ლე­ვანს ეს წიგ­ნე­ბი არ უნ­დო­და. უთ­ქ­ვამს, გუ­რამს აინ­ტე­რე­სებს და იმას აჩ­ვე­ნეთ, ჩე­მი კვო­ტი­დან შეს­თა­ვა­ზე­თო. მარ­თ­ლაც, მა­შინ­ვე ფუ­ლი ვი­სეს­ხე და ყვე­ლა, 8 ტო­მი ავი­ღე. მხატ­ვ­რე­ბის შე­სა­ხებ ამ ტი­პის 48 წიგ­ნი გა­მო­ვი­და და მეც ნელ-ნე­ლა შე­ვავ­სე. ამი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი, მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა და ჩა­მო­ტა­ნა მოს­კო­ვი­დან და­ვიწყე. სხვა ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დი და გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლაც გვქონ­და. დღეს ჩე­მი კო­ლექ­ცია 5 000-ზე მეტ წიგნს ით­ვ­ლის. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის 160 მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ტო­მი მაქვს. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წიგ­ნის ზო­მა 1 მმ-ია. მე მაქვს 1,2 მმ ზო­მი­სა, მას თა­ვი­სი ლუ­პაც მოჰ­ყ­ვე­ბა. ის მოს­კოვ­ში გა­მოს­ცეს. მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მე­ბით ცნო­ბი­ლია ჩი­ნე­თი, უნ­გ­რე­თი, გერ­მა­ნია. ბევ­რი გერ­მა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მაქვს. მოს­კო­ვი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს პუშ­კი­ნის 250 წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს ბერ­ლინ­ში 1943 წელს, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მომ­ზა­დე­ბულ მი­ნი­ა­ტი­უ­რულ "ვეფხის­ტყა­ო­სანს", რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ცა. ისი­ნი წიგნს ჩექ­მა­ში ინა­ხავ­დ­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რო­ბა­ქი­ძე ჰიტ­ლერ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი იყო. წიგ­ნი მი­უ­ტა­ნია ჰიტ­ლე­რის­თ­ვის და ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, მას წიგ­ნ­ზე მი­უ­წე­რია "ქარ­თ­ვე­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი­ა".

ეს სი­ნამ­დ­ვი­ლეს შე­ე­ფე­რე­ბა თუ არა, არა­ვინ იცის, მაგ­რამ უტყუ­ა­რია ის, რომ წიგნს ან­ტი­საბ­ჭო­თა შე­სა­ვა­ლი ჰქონ­და. ამის გა­მო, უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი ეძებდა. ვე­რა­ვის ჩა­მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუ ვინ­მემ მო­ა­ხერ­ხა, მა­შინ­ვე იმ შე­სა­ვალს ხევ­დ­ნენ, წიგნს ტო­ვებ­დ­ნენ. რამ­დე­ნი­მე კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ეს წიგ­ნი თა­ვი­სი შე­სავ­ლით მო­ვი­პო­ვეთ. მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის ტი­რა­ჟი რაც ნაკ­ლე­ბია, მით მე­ტად ფა­სობს. სა­ერ­თოდ, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს დი­დი ტი­რა­ჟით გა­მო­დი­ო­და მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი, ახ­ლა ასე არ ხდე­ბა. ისი­ნი გა­მო­დის 20, 50 ან მაქ­სი­მუმ 100 ცა­ლი. არის სა­ხე­ლო­ბი­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი. აი, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში 60 ცა­ლი პუშ­კი­ნის "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი" გა­მო­ვი­და და ერთს აწე­რია, რომ გუ­რამ ახა­ლა­ი­ას ეგ­ზემ­პ­ლა­რია. რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლო­ბი­თი წიგ­ნის ეგ­ზემ­პ­ლა­რი მაქვს. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია