საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ე.წ. საპოლიციო შემოწმება ხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპოლიციო კონტროლი ქვეყნის ყველა რეგიონში შს მინისტრის ბრძანებით მიმდინარეობს. შემოწმება დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
მსგავსი ტიპის საპოლიციო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის წინაც განხორციელდა.