ბიზნესის თავგადასავალი ოქროს დასასრულით

ბიზნესის თავგადასავალი ოქროს დასასრულით

PALITRANEWS - ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ” ამჯერად Caucasus Minerals-ის დამფუძნებელს კახა კუჭავას უმასპინძლა.

როგორ იქცა სტიბიუმი დიდი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობად, როგორია Caucasus Minerals-ის დაარსების ისტორია და რა პესპექტივები აქვს ქართულ მიწაზე მოპოვებულ იშვიათ მეტალს - ანთიმონითს, მსოფლიო ბაზარზე, ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს კომპანია Caucasus Minerals-ის არსებობა და არც ის, რომ თქვენი კომპანია ძალიან საინტერესო კვლევას აწარმოებს. ეს კვლევა კი, ცოტა ხანში დიდი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა უნდა გახდეს. მოგვიყევით, როგორ დაიწყო Caucasus Minerals-ის ისტორია.

- ყველაფერი დაიწყო 2011 წელს. ჩვენთან მოვიდა მოთხოვნა, გაგვერკვია ერთ-ერთი ლიცენზიის შესახებ, თუ რა ხდებოდა იქ, რა სტატუსი ჰქონდა და უცხოურ დაინტერესებულ კომპანიას დავხმარებოდით, ბიზნესი დაეწყო საქართველოში. არ დავიზარე და მაშინ ჩამოსულ უცხოელ გეოლოგებთან ერთად მოვიარეთ ყველა საჭირო ადგილი - დავიწეთ მთელი ინფორმაციის მოძიება. არქივებში, გეოლოგიურ ფონდებში, ვხვდებოდით გეოლოგებს, ვისაც უმუშავიათ ამ პროექტზე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. დავაკონკრეტოთ რაზეა საუბარი.

- ბევრმა მკითხველმა, შესაძლოა არ იცის, რა მინერალის მოპოვებაზეა საუბარი და სად?

- საუბარია ზემო რაჭის, ონის რაიონზე, სოფელი ღებზე. ამ სოფლიდან დაახლოებით 18 კილომეტრის მოშორებით, მთაში, რიონის შესართავებისკენ იპოვეს საბადო, რომელიც გამოირჩეოდა ანთიმონითის დიდი შემცველობით. თუმცა, სხვა ელემენტებიც მოყვებოდა, მათ შორის ფერადი ლითონები, ძვირფასი ლითონები. სამუშაოები დაახლოებით 57 წლამდე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა, გაყვანილია + - 20 კილომეტრის სიგრძის სპეციალური გვირაბები კლდეში, სადაც გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა. 1957 წელს დაიწერა პირველი ანგარიში უკვე მარაგების შესახებ, შემდეგ რაღაც პერიოდი შეჩერებული იყო სამუშაოები. 70-იანებში ისევ განახლდა, 80-იანებში ისევ შეჩერდა, შემდეგ ისე მოხდა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში რამდენიმე ჯგუფი დაინტერესდა, მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც იყო, საფონდო ბირჟაზეც ვაჭრობდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ რთული პროექტია, თუნდაც გეოლოკაციიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს ბოლომდე მიეყვანათ საქმე. აქ საუბრაი არ არის წარმოებაზე. პირველ რიგში, საუბარია მოკვლევის ეტაპზე, რომ ვიცოდეთ რა არის იქ, ღირს თუ არა მოკვლევა. ჩვენთვის ეს იყო გამოწვევა, შევძლებდით თუ არა.

- ანთიმონითი, იგივე სტიბიუმი. ძირითადად, რაში გამოიყენება ეს მინერალი?

- საკმაოდ საინტერესო ელემენტია, 2012 წლიდან უკვე ბრიტანულ-გეოლოგიური ინსტიტუტების მიერ შეყვანილ იქნა სამ ყველაზე იშვიათ მეტალს შორის. ეს არის ანტიაალებადი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ყველგან, სადაც საშიშროებაა, რომ რაღაც აალდეს. პირველ რიგში, ეს არის ცეცხლჩამქრობი საშუალებები, რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ ამ ელემენტს. თანამედროვე ტექნიკის განვითარებიდან გამომდინარე, ძალიან გამოიყენება მობილურების, პლანშეტების, ეკრანების შემთხვევაში, ასევე, სამხედრო მიზნებისთვისაც.

- ანუ, მოთხოვნად მინერალზე გვაქვს საუბარი.

- დიახ. და ამავე დროს, საკმაოდ იშვიათი ელემენტია. მსოფლიოში ძალიან ცოტაა საბადოები, რომლბიც მოიპოვებენ ანთიმონითს. საქართველოს გაგვიმართლა, რომ მინიმუმ, ერთი საბადო მაინც გვაქვს.

- ვიდრე ანთიმონითის საბდოზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენს ბიზნესსაქმიანობას მივყვეთ ეტაპობრივად. თქვენ ხართ იურისტი. როგორ ვითარდებოდა თქვენი კარიერა ბიზნესში პირველ ნაბიჯებამდე?

- 2001 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შევიცვალე რამდენიმე სამსახური. ბედნიერი ვარ იმის გამო, როგორც განვითარდა ჩემი პროფესიული ზრდის ისტორია, საფეხურები, რადგან ძალიან საინტერესო სამსახურებში ვიმუშავე. ყველგან ბევრი მეგობარი შევიძინე, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი აქტივია, რაც მე მაქვს და რითიც მდიდარი ვარ. მათთან დღემდე ვმეგობრობ, ახლო ურთიერთობა მაქვს, ბევრჯერ გამომადგა, რომ სხვადსხვა ორგანიზაციებში მიმუშავია. მიმუშავია როგორც კერძო ადგილობრივ, ქართულ კომპანიებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩემი ბოლო სამსახური იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, თბილისის ოფისი. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმიტომ, რომ სათავო ოფისიდან, ვაშინგტონიდან ერთ-ერთი პროექტის თანახელმძღვანელი ვიყავი, ვეხმარებოდი რეგიონში ამ პროექტის განხორციელებაში. ეს მოიცავდა ბალკანეთიდან ჩინეთი-მონღოლეთის ჩათვლით ყველა რეგიონს. წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას ახლა საქართველოში ვიყენებ.

გაგრძელება

სტიქია კახეთში - განადგურებულია ვენახების ნაწილი

"ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან... ვარ ძიუდოისტი" - რას ამბობს ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე ეპარქიის ყოფილი მმართველი

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი