ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე სოსო დოლიძე დაკითხეს - რაზე ისაუბრა გამოძიებასთან ბიზნესმენმა

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე სოსო დოლიძე დაკითხეს - რაზე ისაუბრა გამოძიებასთან ბიზნესმენმა

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებამ ბიზნესმენი სოსო დოლიძე დაკითხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა. დოლიძეს გამოძიებამ ანაბეჭდები და საექსპერტო კვლევისთვის სხვა სახის ანალიზები აუღო.

გელაშვილის ინფორმაციით, სოსო დოლიძის დაკითხვა იმ დღესვე მოხდა, როდესაც ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს. მისივე თქმით, ბიზნესმენმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა და საქმეზე დაკითხვაც თავად ითხოვა.

"მას შემდეგ რაც პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი მოხდა, სოციალურ ქსელში აქტიურად სახელდებოდა სოსო დოლიძე და პირდაპირ ასახელებდნენ მას. ამის შესახებ ცნობილი გახდა თავად სოსო დოლიძისთვისაც. თვითონ დაგვიკავშირდა ადვოკატებს და გამოთქვა მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობის. ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურას და ვუთხარით, რომ ჩვენების მისაცემად მზად ვიყავით. აქედან გამომდინარე დაურეკეს მას პოლიციიდან და დაიბარეს დაკითხვაზე, რომელსაც ადვოკატებიც ვესწრებოდით. სოსო დოლიძემ დეტალურად აღწერა სად იმყოფებოდა იმ დღეს, რას აკეთებდა. მისგან აიღეს ასევე საექსპეტო კვლევისთვის ანალიზები, ანაბეჭდები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლილი გელაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვის შემდეგ, გამოძიებას ბიზნესმენ სოსო დოლიძესთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ლილი გელაშვილის ინფორმაციით, დოლიძემ არც ის იცის ვინ არის დაკავებული ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე და შესაბამისად, ბრალდებულთან რაიმე სახის ნაცნობობა არ აკავშირებს.

წაიკითხეთ: ალექსი პეტრიაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ... - ვის სახელს უკავშირებენ პოლიტიკოსზე თავდასხმას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ