თბილისში ავტობუსების ნაწილი შეცვლილი მარშრუტით ივლის

თბილისში ავტობუსების ნაწილი შეცვლილი მარშრუტით ივლის

ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა დროებით იზღუდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შესაბამისად, იცვლება იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ მონაკვეთს. კერძოდ: № 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 - იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო - მშრალი ხიდი - ათონელის ქ. - ვირსალაძის ქ. - ბარათაშვილის ქ. № 59 - ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) - ავლაბრის მოედანი - ბარათაშვილის აღმართი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია