"ხის ვოიაჟი ზღვაზე" - BBC 47-მეტრიანი "ტიტას" გადატანის ოპერაციაზე წერს

"ხის ვოიაჟი ზღვაზე" - BBC 47-მეტრიანი "ტიტას" გადატანის ოპერაციაზე წერს

BBC-ზე ქვეყნდება სტატია სათაურით: "ხის ვოიაჟი ზღვით ქართული პარკის პროექტისთვის", რომელიც ციხისძირიდან ურეკში "ტიტას" ჯიშის ხის ზღვით გადატანის ოპერაციას ეძღვნება. სტატია არ არის სარედაქციო, ის BBC-ის რუბრიკა News from Elsewhere-ში გავიდა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასმედიაში და სოციალურ მედიაში მომხმარებლების ინფორმაციას და კომენტარებს აგროვებს.

"საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებლებში განხილვის აქტიურ საგნად იქცა გიგანტური ხის გემით ტრანსპორტირების ამბავი" - აღნიშნულია ბრიტანული გამოცემის ბლოგზე. "ტიტას ხე, რომელიც დაახლოებით ასი წლისაა, ახალ პარკში გადაიტანეს, რომელიც ქართველმა მილიარდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააშენა. ივანიშვილის ოპონენტები აცხადებენ, რომ მას არ უნდა ეძლეოდეს უფლება, იყიდოს ისტორიული ხეები და წაიღოს სადაც მოესურვება. "მე პარკს ვაშენებ, სადაც ვფიქრობ, რომ უფრო მართებულია ამ ხეების გადარგვა", - განაცხადა თავად ივანიშვილმა. მისი თქმით, ფესვიანად ამოღებული ხის ადგილზე მინიმუმ ათი ახალი ხე დაირგვება.

წყალზე მოტივტივე ტიტას ფოტოებმა სოციალური მედიის მომხმარებლები გაახალისა. ზოგი სახელებს იგონებს და სხვადასხვა შედარებებს აკეთებს მცურავი ხის ამბავზე. ნაწილი მას სიურეალისტურ სანახაობას უწოდებს, ივანიშვილის ოპონენტები კი აღწერენ, როგორც "იდიოტობას". გამოცემა კომენტარებად ჟურნალისტ მერაბ მეტრეველისა და "ტაბულას" დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-სტატუსებს იშველიებს.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით

წაიკითხეთ: "ანომალია, აბსურდი და მარაზმი" - "ფეისბუქში" შავ ზღვაზე ხის გადატანას ეხმაურებიან

უახლესი| ასწლოვანი "ტიტა" გასაჭირშია - წყლიდან გადატანის პროცესი გაჭიანურდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია