რა შემთხვევაში გაიაფდება დენის ტარიფი

 რა შემთხვევაში გაიაფდება დენის ტარიფი

თუკი ლარი 2-2,05 ნიშნულამდე გამყარდება, ელექტროენერგიის ტარიფის კვლავ შემცირება დადგება დღის წესრიგში. ამ დროისთვის, სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კომისიაში უნდა დარწმუნდნენ, რომ კურსი სტაბილური იქნება. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა 2,30-ის ნიშნულის ფარგლებში მერყეობს.

სემეკის წევრი, გოჩა შონია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოქმედ წესებში არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი - სავალუტო კურსის რამდენპროცენტიანი ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ტარიფი. როდესაც ელექტროენერგია გაძვირდა, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 30%-ით იყო გაუფასურებული. რამდენიმე თვის წინ თბოელექტროსადგურებს ახალი ტარიფი 2,30-ის ნიშნულზე დაუანგარიშდათ.

"ჯერ კურსი არ არის დასტაბილურებული და გარკვეული მერყეობა ისევ შეინიშნება. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს. თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც", - ამბობს გოჩა შონია.

რა იგულისხმება არსებით ცვლილებაში? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუსტ დეფინიციას კანონი და მარეგულირებელი წესები არ განსაზღვრავს. შონიას განცხადებით, სემეკი პროცესს რეალური მდგომარეობით აფასებს. თუკი კომისია დაინახავს, რომ კომპანიები ზედმეტ შემოსავალს იღებენ, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფი გადაიხედება.

"თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილება ლარსა და დოლარს შორის, ამ შემთხვევაში კომისიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ სატარიფო წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადახედოს ტარიფს. რამდენიმე კვირაა დაიწყო კურსმა გამყარება. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ცვლილებებს", - ამბობს გოჩა შონია "რეზონანსთან" საუბრისას განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია