ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების წილი იზრდება

ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების წილი იზრდება

ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარზე უჩვეულო გამოცოცხლება იგრძნობა.

საქართველოს ავიასივრცეში უცხოური კომპანიები ყოველთვის აქტიურობდნენ, ახლა კი მათ ჩვენი ავიაბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ: საქართველოში ოპერირებენ თურქული, ჩეხური, ესტონური, ყაზახური კომპანიები. ასევე - ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც. ბოლო ხანებში მათ უკვე რუსული ავიაკომპანიებიც შეემატა. ამ ფონზე, ცოტა არ იყოს უსიამოვნო აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ ყველაზე მსხვილმა ქართულმა კომპანიამ „ჯორჯიან ეარვეისმა“ (ძველი სახელწოდებაა „აირზენა“) ევროპის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა, რადგან პრობლემები ჰქონდა.

რა ხდება ამჟამად ქართულ ავიასივრცეში, ან რით აიხსნება უცხოელების დაინტერესება ჩვენი ავიაბაზრით? - ამ საკითხზე ავიაკომპანიის წარმომადგენლების და ოფიციალური სტრუქტურების აზრი ორად იყოფა: როგორც ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი, გივი დავითაშვილი ამბობს, ქარულ ბაზარზე უცხოური კომპანიები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან.

გივი დავითაშვილი: "ფაქტია, რომ ქართული ავიაბაზარი უცხოური კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველია: ჩვენთვის საქართველოში არ არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორც უცხოური კომპანიებისთვისაა. სწორედ ამიტომ, ქართული კომპანიების წილი ჩვენს საავიაციო ბაზარზე ნაკლებია, ვიდრე უცხოური კომპანიებისა. მაგალითად: „ჯორჯიან ეარვეისის“ წილი 8%-მდეა, მაშინ, როდესაც „თურქიშ ეარვეისის“ წილი 20%-ზე მეტია, „უკრაინის ავიახაზების“ წილიც საკმაოდ მაღალია, ამ სფეროში უკვე რუსული კომპანიების გავლენა და წილიც იზრდება. რუსული ავიაკომპანიები ფრენების სიხშირესაც ზრდიან. „ჯორჯიან ეარვეისს“ განსაკუთრებით გაუჭირდა რუსულ ავიაკომპანიებთან კონკურენციის გაწევა, რადგან მათ მიერ დადგენილი ტარიფები ხშირად დემპინგურია.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია