ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს და კომერციულ ობიექტებს 29-30 მარტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.
"მდინარე სუფსას ადიდების შედეგად დაზიანებული ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის DN500მმ-იანი ქობულეთის განშტოების მონაკვეთზე შექმნილი საავარიო სიტუაციის აღმოსაფხვრელად და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 29 მარტს, 03:00-დან 30 მარტის 17:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუფერხდებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებს და ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს", - ნათქვამია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებაში.