ხანძრის შემდეგ პირველად, სამების ტაძარში დღეს საღამოს ლოცვა ჩატარდება

ხანძრის შემდეგ პირველად, სამების ტაძარში დღეს საღამოს ლოცვა ჩატარდება

ხანძრის შემდეგ პირველად სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 16:00 საათზე, საღამოს ლოცვა ჩატარდება. სამების ლავრის არქიმანდრიტის იოანე მჭედლიშვილის თქმით, ხარების ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა. ამჯერად ახალგაზრდული ცენტრის იატაკის დასუფთავება მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად დაზიანებულ ადგილებში ელექტროენერგიის მიწოდებაც ნაწილობრივ აღდგა.

არქიმანდრიტის განცხადებით, დღეს მომლოცველებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისვლა და საღამოს ლოცვაზე დასწრება შეუძლიათ. ხვალ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღამოს ლოცვაზე სამების ტაძარში მიბრძანდება. პატრიარქი საკვირაო წირვასაც სამების ტაძარში აღავლენს.

მამა იოანის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი ჯერ ცნობილი არ არის და მას ექსპერტები დაადგენენ. მისივე თქმით, ჯერჯერობით ასევე არ არის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი სამების ლავრაში არსებული სტამბის საწყობში.

"ცეცხლის გამოწვევის მიზეზად ელექტროენერგია თითქმის გამორიცხულია. საკუთარი ძალებით, მოხალისეების ძალისხმევით ვალაგებთ ტერიტორიას", - აღნიშნა მამა იოანემ. სამების ლავრაში არსებულ სტამბის საწყობში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ლავრაში მომლოცველების შესვლა შეზღუდული იყო.

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კომპანია "მეამა"-მ პირველი ბრენდული სივრცე გახსნა სავაჭრო ცენტრ "საბურთალოს სითი მოლში"