ავტორი:

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი, რომელსაც გუშინ თბილისის მერთან კონფლიქტი მოუვიდა, აპირებს, რომ კალაძეს მაისური გაუგზავნოს, სადაც აღბეჭდილია 7 ნოემბრის შემდეგ კახა კალაძე და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ის არ მალავს თავის პოზიციებს, განსხვავებით კალაძისგან, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილს და იმ „ხელისუფლებას “აპრავებდა”.

"მე არ ვმალავ ჩემს პოზიციას, არ მრცხვენია და ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, მაგრამ თვითონ რომ ფარჩაკია და 2007 წელს, ყბადაღებული 7 ნოემბრის შემდეგ მიშას, იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და მიშასთან სურათებს იღებდა, აი, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და მივუძღვნა ბატონ მერს, თავის მმართლებელს, ვაპირებ, რომ გავუგზავნო", - განაცხადა მან.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ აქტივისტმა თავად შემოიხია მაისური, ის ამბობს, რომ კადრებში ყველაფერი ჩანს.

"რა სისულელეა, ვიდეოც არის, როგორ მქაჩავას, რა შემოვიხიე? ბოლო სიტყვებით იგინებოდა, მქაჩავდა, შენელებული კადრებიც არსებობს, ფოტოებიც, თან ხმაც ისმის, როცა ცუდ სიტყვებს მეუბნება", - აღნიშნავს აქტივისტი.

ცნობისთვის, ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა.

დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია".

აქტივისტებმა კახა კალაძის წინააღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს. დღეს კალაძე ამ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და კონფლიქტში მონაწილე აქტივისტს მაისური გაუგზავნა, სადაც ერთ მხარეს მისი და მიხეილ სააკაშვილის, მეორე მხარეს კი მისი და სანდრა რულოვსის ფოტოა აღბეჭდილი.

დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიას ეხმაურება - "ეს კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ ურწმუნოებისთვის, ვისაც არ სჯერათ ჩვენი"

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)