ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოფია როტარუს სევდიანი ცხოვრება - გაიგეთ, როგორ ინარჩუნებს სილამაზეს 68 წლის მომღერალი

ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოფია როტარუს სევდიანი ცხოვრება - გაიგეთ, როგორ ინარჩუნებს სილამაზეს 68 წლის მომღერალი

1968 წელს სოფია როტარუ ცოლად გაჰყვა ანატოლი ევდოკიმენკოს. მათ მთელი ცხოვრება ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერაში გალიეს. სოფიასთვის ქმარი არამარტო მისი მხარდამჭერი იყო, არამედ ადამიანი, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

გაუთავებელი გასტროლებისა და კონცერტების გამო, როტარუს პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა, თუმცა ქმარი გამუდმებით გვერდში ჰყავდა და სწორედ ამის წყალობით ოჯახისგან მოწყვეტილად თავს არ გრძნობდა. ერთად 13 წელზე მეტხანს იცხოვრეს - ანატოლი ევდოკიმენკოს სიკვდილამდე.

მომღერალმა ეს დანაკარგი ძალიან განიცადა, კონცერტებზე აღარ გამოდიოდა და არც სადღესასწაულო წვეულებებზე ჩნდებოდა. ამ სამწუხარო მოვლენიდან, სოფია სცენაზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა და მისი პირველი გამოსვლა სწორედ გარდაცვლილ მეუღლეს, ანატოლის მიუძღვნა.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული სევდიანი ისტორიისა, უცნაურია, რომ როტარუს ქმრის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს.

სოფია როტარუს ქმრის სიკვდილში, გარდაცვილი მეუღლის ძმა ადანაშაულებდა. ვალერის თქმით: "სოფია მიხაილოვნამ ჩვენს ოჯახში მხოლოდ ნეგატივი შემოიტანა. პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად თვლიდა გარშემომყოფებს ადამიანებად".

გაგრძელება + ფოტოგალერეა

"გაზაფხულზე პანდემია რომ დაიწყო, რაღაცების ცხობას შევუდექი... ვცდილობ, როგორც შემიძლია, სხვებსაც დავეხმარო" - ირინა ონაშვილი

"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც შვილს 2021 წელს ელოდებიან