დაპირისპირება სააპელაციო სასამართლოსთან - დაკავებულია ორი პირი

დაპირისპირება სააპელაციო სასამართლოსთან - დაკავებულია ორი პირი

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან "თავისუფალი ზონის" წევრები ორი წევრი - გიორგი მიქიაშვილი და ვაჟა მორგოშია დააკავეს.

ამის მიზეზი გახდა დაპირისპირება, რომელშიც ერთის მხრივ "თავისუფალი ზონის" წევრები და კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულთა ახლობლები, ხოლო მეორე მხრივ ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები მონაწილეობდნენ.

სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ ერთმანეთს მხარეების წარმომადგენლები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულთა ახლობლებმა ვაზაგაშვილის ახლობლები და მეგობრები შეძახილებით: "მკვლელები და ბარიგების დამცველები" გააცილეს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება მოხდა ასევე "ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელსა და კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულთა ახლობლებს შორის. "ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი მათ შეძახილებით გააცილეს და აღნიშნეს, რომ მისი ადგილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია.

კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულთა ახლობლები სააპელაციო სასამართლოსთან რჩებიან და ზურაბ

ვაზაგაშვილის მეგობრებსა და ახლობლებს შეძახილებით აცილებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ