როგორ გამოიყურება ურეკის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა

როგორ გამოიყურება ურეკის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა

ურეკში გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი შენდება. არსებული ინფორმაციით, მშენებლობას ფონდი "ქართუ" აფინანსებს. საკონცერტო დარბაზი 8 000 კაცზეა გათვლილი. მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობს და ხარჯები უკვე 200 მილიონ ლარს შეადგენს.

"შენობა წარმოადგენს ღია საზაფხულო საკონცერტო ამფითეატრ-დარბაზს 8000 მაყურებელზე. ნაგებობა შედგება ორი შენობისგან, რომლებიც ერთი სახურავის ქვეშაა მოქცეული და ერთი მთლიანი შენობის ეფექტს ქმნის.

ერთი ნაგებობა წარმოადგენს მაყურებელთა დარბაზს, რომელიც განთავსებულია ოთხ სართულზე; ხოლო მეორე ნაგებობა გახლავთ სასცენო შენობა, იგი შედგება 6 სართულისგან და მასში გათვალისწინებულია საგრიმიოროების, პერსონალის კაფეტერიის, ოფისების, ტექნიკური სათავსოების და დარბაზის

ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა სივრცეების მოწყობა. ინჟინერულ-არქიტექტურული გადაწყვეტის თვალსაზრისით, შენობა წარმოადგენს უნიკალურ ნაგებობას, რომლის ანალოგი ძნელად მოსაძებნია მსოფლიოში", - წერია კომპანია "ელიტა ბურჯის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სწორედ აღნიშნული კომპანია უკეთებს დარბაზს რკინის კონსტრუქციებს. როგორც ცნობილია, საკონცერტო დარბაზი ურეკში საზეიმოდ 26 მაისს გაიხსნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია