შეკვეთილში ზღვიდან ტიტას გადმოტანის პროცესს ბიძინა ივანიშვილის ძმა ესწრება

შეკვეთილში ზღვიდან ტიტას გადმოტანის პროცესს ბიძინა ივანიშვილის ძმა ესწრება

შეკვეთილში ზღვიდან ტიტას გადმოტანის პროცესს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი ესწრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ამ დროისთვის შეკვეთილში ზღვაში ბეტონის ფილების დაგება მიმდინარეობს, რომლითაც ზღვაში გზის გაყვანას აპირებენ, რათა ტიტა ნაპირზე გადმოიტანონ.

როგორც ადიკო ივანიშვილმა განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხის ნაპირზე გადმოტანის პროცესი დღეს აუცილებლად დამთავრდეს.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია