„რას ტრიპაჩობთ თქვენი სექსებით, დაწყნარდით“ - ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს "გადაუარა"

„რას ტრიპაჩობთ თქვენი სექსებით, დაწყნარდით“ - ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს "გადაუარა"

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ქართველ ჟურნალისტებს აკრიტიკებს და მათ ზრდილობას და კულტურას უწუნებს. კერძოდ, პაპუაშვილის უკმაყოფილება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ მედიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. დეპუტატი საკუთარი განცხადების გამო პრეზიდენტსაც აკრიტიკებს.

"გამკვირვებია, რა სექსუალური აღტკინება დაემართა ამ ხალხს. მე მეგონა უფრო თავშეკავებულები იქნებოდნენ. მე მაქვს სექსი, სექსის გიგანტები და ა.შ. რა ისმის ტელევიზიიდან. დაოკდით რაა, ყველას ეხება ჟურნალისტს, პრეზიდენტს და ყველას. რა არის თქვენი ზეწრების გარეთ გადმოფენა. რაღაცის ხომ უნდა მოგერიდოთ. ადრე ჟურნალისტები ასე არ საუბრობდნენ. მათი კულტურა სხვანაირი იყო. ტელევიზიაა, ხალხი გიყურებს. ამის ანგარიშის არ გაწევა დაუშვებელია. სატელევიზიო სივრცე მომსპარია. რას ტრიპაჩობთ თქვენი სექსებით, დაწყნარდით. ეს არის უტაქტობა, უხამსობა და ქაჯობა", - განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო" - ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირ ეთერში პასუხობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."