სამების საკათედრო ტაძარში დამწვარი სტამბის აღსადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

სამების საკათედრო ტაძარში დამწვარი სტამბის აღსადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში ხანძრის დროს დამწვარი სტამბის აღსადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის შექმნა თბილისის მერის დავით ნარმანიასა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ჯგუფი დაზიანებული ტერიტორიისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას შეისწავლის და მისი რეაბილიტაციისთვის შესაბამის ხარჯთაღრიცხვას წარადგენს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტამბის ტერიტორია დღეს დავით ნარმანიამ და ნოდარ ხადურმა დაათვალიერეს და შესაბამისი მითითებები გასცეს.

"თბილსერვის ჯგუფმა" აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაასრულა.

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სტამბის ტერიტორიაზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია