„შენს ცხოვრებას განაგებს ცოცხალი ღმერთი“ - მოძღვრის საინტერესო განმარტება ბედისწერაზე

„შენს ცხოვრებას განაგებს ცოცხალი ღმერთი“ - მოძღვრის საინტერესო განმარტება ბედისწერაზე

მამა თეოდორე გიგნაძე ბედისწერასთან დაკავშირებით საინტერესო განმარტებას აკეთებს. როგორც მოძღვარი ბრძანებს, ბედი წინასწარ განსაზღვული არ არის და ადამიანი მას საკუთარი ქმედებების მიხედვით თავად ქმნის.

"ბედი არ არსებობს, ბედი არის წინასწარ განსაზღვრულობა. შენ დროებით ხარ ჩანერგილი ამ სამყაროში, რომ შენი პიროვნული არჩევანი გაიაზრო, შეიცნო საკუთარი თავი, შეიცნო ღმერთი და არჩევანი გააკეთო. აქედან გამომდინარე, ბედი ვერ იარსებებს, რადგან შენი პიროვნული ხვედრი წინასწარ განზრახული ვერ იქნება. შენს ცხოვრებას განაგებს ცოცხალი ღმერთი იმის მიხედვით, თუ რა გჭირდება შენ. მაგალითად, მივდივარ და ჩემს წინ ვიღაცას ჯიბიდან საფულე ამოუარდა, დოლარებით სავსე. ვფიქრობ, ამას ბევრი ისედაც ბევრი ექნება, მე მჭირდება ფული და მოდი ჩემთვის დავიტოებო. სინდისი მქენჯნის, მაგრამ მაინც ჩემთვის ვიტოვებ. მეორე ვარიანტიც შეიძლება განვიხილოთ - შენ ხედავ საფულეს, შეიძლება გიჭირს მატერიალურად, მაგრამ მას პატრონს უბრუნებ. ამ დროს ღმერთი გიყურებს. როგორც მოიქცევი იმის მიხედვით, ხვალ შესაბამისად ჩაერევა შენს ცხოვრებაში", - ამბობს მამა თეოდორე.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია