ხანძარი ეკონომიკის სამინისტროში - დაშავდა 1 ადამიანი, დამწვარია 500 კვ. მეტრი ფართობი

ხანძარი ეკონომიკის სამინისტროში - დაშავდა 1 ადამიანი, დამწვარია 500 კვ. მეტრი ფართობი

ეკონომიკის სამინისტროს შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გავრცელდა. აალება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ეკონომიკის სამინისტროში ხანძრის თაობაზე გამოძახება 112-ში 06:05 საათზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები მისი საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

სამინისტროში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. უწყებაში აცხადებენ, დაშავებულია სამინისტროში მომუშავე დამლაგებელი.

პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. შსს-ს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დამწვარია შენობის მე-6 - მე-7 სართულებზე შეკიდული ჭერი, ასევე ოთახები 400-500 კვადრატული მეტრის ფართობზე. ადგილზე 11 ბრიგადა მუშაობდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ