ხელვაჩაურის სოფელში ათამდე მეზობელი ერთდროულად გაქურდეს: "გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში"

ხელვაჩაურის სოფელში ათამდე მეზობელი ერთდროულად გაქურდეს: "გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში"

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმის და მისი 10-მდე მეზობლის ოჯახი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მოპარულია ტექნიკა. გარდა ამისა, ადგილობრივების ინფორმაციით, დასახლებიდან გატაცებულია ერთი ავტომობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" მურმან დუმბაძის ძმამ, გურამ დუმბაძემ განუცხადა, ქურდმა უშუალოდ მისი სახლიდან ლეპტოპი და ხმალი მოიპარა. მისივე თქმით, ქურდის სახლში შესვლა მისმა შვილმა გაიგო და პოლიცია გამოიძახა.

"გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში. ლეპტოპი და ვიდეოთეკა წაიღო. საფულეც გაეჩხრიკა, მაგრამ საბედნიეროდ შიგნით არაფერი აღმოჩნდა. ჩემმა ფეხმძიმე შვილმა შენიშნა ქურდის შემოსვლა და იმ წუთშივე დავრეკეთ პოლიციაში. ჩვენს ოჯახში "სეირნობის" დროს ნიღაბი ეკეთა. მეზობლები ამბობენ, რომ მათთან შესულს აღარ ჰქონდა ნიღაბი. პოლიციამ იმუშავა ძალიან კარგად, დავრეკე 03:00 საათზე და 10 წუთში აქ იყო მთელი განყოფილება, მათ შორის პოლიციის უფროსები", - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.

იხილეთ ვიდეო| როგორ გაქურდეს მურმან დუმბაძის ძმა და მისი 10 მეზობელი - დაზარალებულები დაუჯერებელი ქურდობის შესახებ

თავის მხრივ, "ოპელის" მარკის ავტომობილის მოპარვის შესახებ საუბრობს ქვედა სამებაში მცხოვრები ჯემალ დუმბაძე. მისი თქმით, წითელი ფერის მანქანა საღამოს ეზოში იყო, დილით კი აღარ დახვდა. "ოპელ კორსა" მოიპარეს ჩემი ეზოდან. 02:00 საათზე მანქანა იდგა ეზოში, დილით უკვე აღარ იყო. ზოგან მანქანები გატეხეს, ზოგან ოჯახებში შევიდნენ და ტექნიკა მოიპარეს. ყველა ვცხოვრობთ მურმან დუმბაძის სამეზობლოში. პოლიცია და კრიმინალისტები იყვნენ მოსული და დაიწყეს გამოძიება", - განაცხადა ჯემალ დუმბაძემ. ასევე, ქვედა სამებაში, ზაქარაძეების ოჯახის მანქანა გატეხეს, საიდანაც საფულე მოიპარეს. ოჯახის ინფორმაციით, საფულეში 140 ლარი იდო.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოსახლეს, კახიძეების ოჯახს, მათ დილით მისაღები ოთახის მაგიდაზე წასაღებად გადალაგებული ნივთები - ლეპტოპი და რამდენიმე სუვენირი დახვდათ. როგორც ოჯახის წევრი აცხადებს, დილით გაიგეს, რომ სამეზობლოში ქურდობის რამდენიმე ფაქტი მოხდა. როგორც ჩანს მათ ოჯახში შესული ქურდი დაძახილმა დააფრთხო, გადალაგებული ნივთები დატოვა და გაიქცა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ქურდობის სამ ფაქტთან დაკავშირებით. ესენია მანქანის მოპარვა, სახლიდან საოჯახო ნივთების წაღება და ავტომობილიდან ფულის მოპარვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ