დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ხვალ, სხვადასხვა სამუშაოის გამო ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება დიდუბის, საბურთალოს, კრწანისის, მთაწმინდის, გლდანის, ისნისა და ნაძალადევის რაიონებს.
"ინტერპრესნიუსი" გთავაზობთ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც თბილისის რაიონებისთვის ელექტრომომარაგების შეზღუდვა მოხდება – დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის, ხოშარაულის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, მეფე მირიანის, პეტრე ქავთარაძის, ცაგარელის, შმიდტის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის ინტერვალში შეზღუდვა 2 საათით შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მარიჯანის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის ინტერვალში შეზღუდვა 1 საათით შეეხება: პეკინის გამზირის, ფანასკერტელ-ციციშვილის, დოლიძის, ლიხაურის, ჩიქოვანის, ტუსკიას, ქარელის, ტეხურის, ბახტრიონის, იყალთოს და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, მელიქიშვილის და შანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და სოფელ გლდანის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსკოვის გამზირის II კვარტლის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.