რა უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ იპოთეკური სესხის აღებისას

რა უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ იპოთეკური სესხის აღებისას

იპოთეკური სესხი საცხოვრებელი სახლის თუ კომერციული ფართის შესაძენად გავრცელებული საბანკო პროდუქტია. ბანკები სულ უფრო მეტად დახვეწილ და მოქნილ პირობებს სთავაზობენ მომხმარებლებს, ვისაც ამგვარი სესხით სარგებლობა სურს. რა არის ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც გადაწყვეტს, რომ იპითეკური სესხის მისაღებად ბანკს მიაკითხოს. ამ თემებზე თიბისი ბანკის რეგიონალური დირექტორი ლევან დიასამიძე გვესაუბრება.

1. რა არის იპოთეკური სესხი და რითი განსხვავდება სამომხმარებლო სესხისგან?

საზოგადოებაში იპოთეკური სესხის გაგების სხვადასხვა ინტერპრეტაციაა გავრცელებული. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც იპოთეკურ სესხს ეძახიან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ნებისმიერი ტიპის სესხს, ამ ტერმინს ხშირად იყენებენ და ამკვიდრებენ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, სესხის უზრუნველყოფიდან და არა სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე. თუმცა, საბანკო სივრცეში იპოთეკური სესხის ძირითადი განმასხვავებელი სხვა ტიპის სასესხო პროდუქტებისაგან არის მისი მიზნობრიობა, რომელიც შეიძლება იყოს უძრავი ქონების - სახლის, აგარაკის, მიწის ნაკვეთის შეძენა. შინაარსობრივად, სწორედ მიზნობრიობით განასხვავებენ იპოთეკურ სესხს სამომხმარებლო სესხისაგან. თუ ერთ შემთხვევაში მიზნობრიობა უძრავი ქონების შეძენაა, მეორე შემთხვევაში მიზნობრიობა შეიძლება იყოს სამომხმარებლო საჭიროებების დაკმაყოფილება (მაგ: ტელევიზორის, მობილურის თუ სხვა ნივთის შეძენა).

2. რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა იპოთეკური სესხის აღების დროს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ვალდებულებები, რომელსაც ვიღებთ სესხის სანაცვლოდ და რომ ამ ვალდებულებების შესრულება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის აუცილებელი იქნება. შესაბამისად, უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავლის წყარო გაგვაჩნია, რა რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ გადაუხდელობის შემთხვევაში. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩამოვყალიბდებით იპოთეკური სესხის აღების მიზანშეწონილობაში, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ: სესხის გაცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის საკომისიოებს, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, გადაუხდელობის ან წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს, სესხის დაფარვის გრაფიკებს, სესხის ვალუტას და სესხის ვადას. იმისათვის, რომ კარგად გვქონდეს გააზრებული ჩვენი ვალდებულებები, მნიშვნელოვანია წავიკითხოთ ყველა ხელშეკრულება, რომელზეც გვიწევს ხელის მოწერა სესხის აღების პროცესში.

3. რა განსხვავებაა ეფექტურ და წლიურ საპროცენტო განაკვეთებს შორის?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია