ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს

ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს. ამის შესახებ იზორიამ დღეს, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

"ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, ცალსახად თანხმობის ან უარყოფის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, ყველანაირი ვერსიის დაშვება შეიძლება", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, კადრების გატანას ერთი დღე სჭირდება, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ვიდრე ახალი ხელისუფლება უფლებამოსილებას გადაიბარებდა, მავანთ ამ კადრების გატანისთვის დაახლოებით 25 დღე ჰქონდათ.

"რეაგირებას მაშინვე ვერ მოვახდენდით, რადგან უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. არსებობს ფაქტები იმისა, რომ ხდება ამ კადრების გავრცელება უცხოეთიდან. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გარკვეული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართლებრივი დახმარებისთვის მივმართეთ საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს, ლაპარაკია Google-ზე, Facebook-ზე, Youtube-ზე. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე. შესაბამისად, ფაქტები მოწმობს, რომ კადრები გატანილია", - განაცხადა იზორიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ