ქართველი სექსსიმბოლო, რომელსაც მონიკა ბელუჩის ამსგავსებენ, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს

ქართველი სექსსიმბოლო, რომელსაც მონიკა ბელუჩის ამსგავსებენ, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს

19 წლის ქართველი სექსსიმბოლო დიანა ოვანოვა, რომელსაც საზოგადოება ხშირად მონიკა ბელუჩის ამსგავსებს, პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს. მოდელმა სამომავლო გეგმებზე Palitratv.ge-სთან ისაუბრა. ამჟამად მონიკა თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, ასევე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია.

"რაც შეეხება პოლიტიკაში მოსვლას, შეიძლება ამ სფეროში მიხილოთ", - ამბობს მოდელი.

იგი თავს ქართველი სექსსიმბოლოების კონკურენტად არ თვლის და საკუთარ უპირატესობად სხეულის ბუნებრივ ფორმებს ასახელებს.

იხილეთ ვიდეო

"არაფერი მაქვს გაკეთებული... არც ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებული ნაკვთები მაქვს ისეთი, რომ ვინმემ თქვას, რამე აქვს გაკეთებულიო. წინააღმდეგი ვარ ქირურგიული ჩარევების. ასევე, არ ვაპირებ გახდით და ეროტიული სცენებით პოპულარობის მიღწევას. ამის გარეშეც შეიძლება მიაღწიოს ჭკვიანმა ქალმა წარმატებას. ამბიცია არასოდეს მქონია არც საქართველოს სექსსიმბოლოობაზე, არც ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულზე. ცუდად ვიგრძენი თავი, როდესაც ხალხის თვალში დავტოვე შთაბეჭდილება, როგორც უტვინო გოგოსი. რაც შეეხება მეორე ნახევარს, არ მყავს. რთულია ჩემნაირმა ქალმა იპოვოს მეორე ნახევარი. ჩემი გაძლება რთულია. ხისტი და მტკიცე ხასიათი მაქვს. მამაკაცი უნდა იყოს მინიმუმ ორმაგად ძლიერი, რომ მის გვედრით თავი ქალად ვიგრძნო", - ამბობს დიანა ოვანოვა.

ასევე იხილეთ: "ბეგაშვილს ჩემს კონკურენტად ვერ ჩავთვლი" - ვინ არის ქართველი სექსსიმბოლოების ახალი კონკურენტი, რომელსაც მონიკა ბელუჩის ამსგავსებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია