მერაბიშვილის, ახალაიას და უგულავას სანახავად მისულ EPP-ს პრეზიდენტს "მატროსოვის" ციხესთან ფირცხალავასა და ცააძის ახლობლები დახვდნენ

მერაბიშვილის, ახალაიას და უგულავას სანახავად მისულ EPP-ს პრეზიდენტს "მატროსოვის" ციხესთან ფირცხალავასა და ცააძის ახლობლები დახვდნენ

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდა. ის საპატიმროში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს - ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და გიგი უგულავას მოინახულებს. შესვლამდე EPP-ს პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია.

#9 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟოზეფ დოლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ახლობლები დახვდნენ. მათ ჟოზეფ დოლისთან გასაუბრება და იმ დოკუმენტების გადაცემა სურდათ, რაც აღნიშნული პოლიციელების საქმეს უკავშირდება.

როგორც ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტიამ განაცხადა, მათ სურთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მხარდაჭერა მიიღონ აღნიშნულ საქმეზე იმ ფარგლებში, რაც ჟოზეფ დოლის შეუძლია.

რაც შეეხება დოლის ვიზიტს ციხეში, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი წერეთელმა მედიას განუცხადა, მერაბიშვილთან, უგულავასთან და ახალაიასთან შეხვედრა თავად EPP-ის პრეზიდენტის ინიციატივა იყო. ჯოზეფ დოლი პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მდგომარეობას გაეცნობა, ასევე პირადად მათგან მოისმენს რამდენად დაცულია მათი უფლებები. დაულისთან ერთად ყოფილი მაღალჩინოსნების მოსანახულებლად დელეგაციის წევრები, EPP-ის პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელი და "ევროპის სახალხო პარტიის" საგარეო მდივანი მოინახულებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."