"პოროშენკო ამით რას ელოდება? ფიქრობს, რომ მიშას შეჩერებას შეძლებს"?

"პოროშენკო ამით რას ელოდება? ფიქრობს, რომ მიშას შეჩერებას შეძლებს"?

"პრეზიდენტმა პოროშენკომ თავისთან დამიბარა და გამიმხილა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მასთან შეთანხმებული"

დავით საყვარელიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთ-ერთ უკრაინულ ინტერნეტგამოცემასთან ინტერვიუში, უკრაინის პორბლემებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეფორმები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ უნდა გატარდეს, მაღალჩინოსანთა ქვეყნის დამაზიანებელ ინტერესებს ეჯახება.

"არ ვაპირებ ვილაპარაკო ჩემს გათავისუფლებაზე, ამას არც აზრი აქვს და არც ძველ გუნდში დაბრუნებას ვაპირებ. პროკურატურაში ძველი გუნდთან ერთად, მთლიანად უნდა შეიცვალოს თამაშის წესები, ფილოსოფია და პროკურორის ეთიკა, რაც დღეს უკრაინაში კლანურია".

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა გუნდის და მსოფლმხედველობის მსგავსი რადიკალური ცვლილება თავად უკრანის პრეზიდენტს, ოდესის ყოფილმა პროკურორმა განაცხადა, რომ ის ელოდება პრეზიდენტის რეაქციას.

"პრეზიდენტის რეაქციას ველოდებით. მაშინ, როცა ტელევიზიით ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავიგე, პრეზიდენტმა პოროშენკომ თავისთან დამიბარა და გამიმხილა, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო. არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს თანამდებობაზე დაბრუნებას ვითხოვდე, მე ადრეც დამიტოვებია გენპროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა და ახლაც ამაყად ვტოვებ მაღალ ჩინს. მთავარი კი ის არის, რომ შეიცვალოს თამაშის წესები. უნდა შეიქმნას იდეოლოგიურად ახალი პროკურატურა, რომელიც სამართლიანობის, წესრიგს და სახელმწიფოებრიობის მაგალითი გახდება", - განაცხადა ინტერვიუში ოდესის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეძლო ამ რეფორმების გატარება უკრაინის პრეზიდენტმა მაშინ, როცა მას ამ ყველაფრისთის 2 წელი ჰქონდა, საყვარელიძემ უპასუხა:

"ეს რისკები პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. ყოველი გადაწყვეტილება, დანიშვნის თუ გათავისუფლების თაობაზე პოლიტიკურ საფრთხეებსა და რისკებს მოიცავს - ან პირიქით, შეიძლება სწორმა გადაწყვეტილებებმა დამატებით ქულები მოგიტანოს". განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."