"იღბლიანი ბორბლის" სპეციალური გადაცემა და საჩუქარი შორენა ბეგაშვილის შვილს

"იღბლიანი ბორბლის" სპეციალური გადაცემა და საჩუქარი შორენა ბეგაშვილის შვილს

შაბათს "რუსთავი 2"- ის ეთერში "იღბლიანი ბორბლის" სპეციალური გადაცემა გავა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" ტელეკომპანიის პროექტების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი წერს.

"ეს უფუმფულესი პანდა დღეს "ბანა თოისმა" ევასთვის მოიყვანა "იღბლიანი ბორბლის" ჩაწერაზე. უყურეთ შაბათს სპეცგადაცემას - ამჯერად შორენას გარეშე, მაგრამ მისი მეგობრების მონაწილეობით", - წერს სალომე.

როგორც ცნობილია, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები რატი დურგლიშვილი და ნინა წკრიალაშვილი. მათი ფოტო ცოტა ხნის წინ "იღბლიანი ბორბლის" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. რატის და ნინას მაისურები აცვიათ, რომელზეც შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე არიან დახატული.

"მეგობრები ამხნევებენ შორენას და ევას. ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას!", - წერია ფოტოს კომენტარში.

ცნობისთვის, გადაცემის წამყვანის შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე 25 მარტს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ის მრავლობითი მოტეხილობებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ევას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი ხერხემლის, მეორე კი მენჯ-ბარძაყის და ხელის არეში. ორივე ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.

ასევე იხილეთ: "შორენა ევას საჭმელს უმზადებდა, დაუძახა, ბავშვს ხმა არ გაუცია..." - რა უამბო შორენა ბეგაშვილმა მეგობარს უბედური შემთხვევის ღამის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია