ალექსანდრ გრუშკო - საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ევროპას კრიზისამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებს

ალექსანდრ გრუშკო - საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ევროპას კრიზისამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებს

საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ევროპას მასშტაბურ კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებს. ამის შესახებ რუსულ ტელეკომპანია "Россия 24"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

"არავის გაუუქმებია ნატო-ს 2008 წლის ბუხარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან, მაგრამ ეს ფორმულირება ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციაში ჩადებული ნაღმია", - განაცხადა გრუშკომ.

მისი თქმით, წარმოუდგენელია სიტუაცია, როცა უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იმედი აქვთ, ალიანსი კი მათ მისაღებად გეგმას ამზადებს.

"ეს სიტუაციას ააფეთქებს და ევროპას ისეთი კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს, რომლის მასშტაბის წარმოდგენაც დღეს შეუძლებელია", - განაცხადა გრუშკომ.

მისი მოსაზრებით, ნატო-ს სამიტზე ვარშავაში არ არის მოსალოდნელი უკრაინასთან მიმართებაში რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

გრუშკოს განცხადებით, დასავლეთ ევროპაში კარგად აქვთ გააზრებული, თუ რა რისკებს შეიცავს ღია კარების პოლიტიკა.

ამასთანავე, მან განაცხადა, რომ ევროპაში ნატო-ს ძალების გაზრდის საპასუხოდ რუსეთის სამხედრო ზომებს მიმართავს, მოსკოვის პასუხი ასიმეტრიული და ეფექტური იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."