მკვლელობის დროს ადგილზე საეჭვო მანქანა დაფიქსირდა - მაგდა პაპიძის ადვოკატი

მკვლელობის დროს ადგილზე საეჭვო მანქანა დაფიქსირდა - მაგდა პაპიძის ადვოკატი

ადვოკატი მარიკა ფხალაძე მაგდა პაპიძის მეუღლისა და შვილის მკვლელობის დროს ადგილზე საეჭვო მანქანის დაფიქსირებაზე საუბრობს.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ურნასთან, სადაც გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ ნივთმტკიცებები გადაყარა, დაფიქსირებულია მანქანა. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, ვერ ხდება იდენტიფიცირება, ურნასთან ვინ იმყოფებოდა - კაცი თუ ქალი.

"ექსპერტიზის დაასკვნის თანახმად, ურნასთან დაფიქსირებულია მანქანა. ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ვინ არის პიროვნება, ვინც მდისი ურნასთან და ყრის ნივთებს. ბრალდების მხარეს აქცენტი გადატანილი ჰქონდა იმაზე, რომ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მაგდა პაპიძე მივიდა და გადაყარა მტკიცებულებები. თუმცა ასეთი რამ არ ჩანს. ექსპერტიზის დასკვნით ჩანს მხოლოდ ფეხები, მაგრამ პირის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. თუმცა აქვე ექსპერტიზა ასკვნის, რომ როდესაც პირი ურნასთან არის გაჩერებული, იქვე დგას ავტომანქანა. ეს არის "მერსედესის" მარკის ავტომანქანა", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს არის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ფირი, რომელითაც გადაღებულია ის ურნა, სადაც პროკურატურის მტკიცებით, მაგდა პაპიძემ შავი პარკით მტკიცებულებები გადაყარა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ