"კულმინაციური ინფორმაცია" - ლეონარდო დიკაპრიო "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის შემადგენლობაში იქნება

"კულმინაციური ინფორმაცია" - ლეონარდო დიკაპრიო "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის შემადგენლობაში იქნება

რამდენიმე წუთის წინ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ  "მეგა შოუს" ახალი სეზონის ჟიურის შემადგენლობაში ლეონარდო დიკაპრიო იქნება.

"კულმინაციური ინფორმაცია. ლეონარდო დიკაპრიო მალე საქართველოში ჩამოვა. სპეციალურად "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის".  ის, მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" VI სეზონში მიიღებს მონაწილეობას, ჟიურის ამპლუაში. მოემზადეთ, გრანდიოზული "ცეკვავენ ვარსკვლავები" გელით", - წერია "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პირველი აპრილია და ამბები.ge არ გამორიცხავს, რომ ეს კულმინაციური ინფორმაცია საპირველაპრილო ხუმრობა იყოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია