რა უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში ბიზნესის დაწყებისას

რა უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში ბიზნესის დაწყებისას

როდესაც ბიზნეს საქმიანობის დაწყებას გადავწყვეტთ, უნდა ვიცოდეთ ის აუცილებელი პროცედურები, რაც საჭიროა იმისათვის, რომ კანონი არ დავარღვიოთ და მომავალში თავიდან ავიცილოთ დაჯარიმება შესაბამისი სტრუქტურებისგან. შესაძლოა, ჩვენი ბიზნეს საქმიანობა სულაც არ იყოს მასშტაბური, თუმცა, დღეს არსებული ყველა სახის, მათ შორის ინტერნეტით გაყიდვების ბიზნესის წარმოებასაც კი შესაბამისი რეგისტრაცია სჭირდება.

იმის გასაგებად თუ რა პროცედურებია საჭირო ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად, ALLNEWS.GE-მ შემოსავლების სამსახურს მიმართა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის დებულების შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. ხოლო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბეგვრას ექვემდებარება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

ბიზნესის დასაწყებად ყველაზე მთავარია შემდეგი - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან), ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია