"105 000-ლარიანი "მერსედესი" უჩა ნანუაშვილისთვის" - სახალხო დამცველის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

"105 000-ლარიანი "მერსედესი" უჩა ნანუაშვილისთვის" - სახალხო დამცველის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ სახალხო დამცველის ოფისთან უჩა ნანუაშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სახალხო დამცველი საკუთარი კომფორტის გაუმჯობესებისთვის რამდენიმე ათას ლარს ხარჯავს და დაკისრებულ ვალდებულებას - მოქალაქეების უფლებების დაცვას, პირნათლად არ ასრულებს.

იხილეთ ვიდეო აქციიდან

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლექსო კობაიძის თქმით, სახალხო დამცველმა პირადი კეთილდღეობისათვის, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილების ნაცვლად შეიძინა "მერსედესის" მარკის ძვირადღირებული ავტომობილები, ხოლო ავტომობილების ყიდვისთვის თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ლექსო კობაიძის თქმით, მსგავსი ფაქტი მიუღებელია.

"ჩვენ ნანუაშვილს არაერთხელ მივმართეთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე, თუმცა ამ ადამიანს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ახლა ნანუაშვილმა დაიწყო საკუთარ კომფორტზე ზრუნვა. ის დაკავებულია მხოლოდ საკუთარ სტომაქზე ზრუნვით. 105 000 ლარი უნდა გადავიხადოთ ჩვენ ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ უჩა ნანუაშვილს მანქანა ვუყიდოთ. ძველი ავტომობილები, რომლებიც "ჰიუნდაის" მარკის იყო, ჩამოწერეს და შეფასდა 7 000 ლარად. ახალი ავტომობილები უჩა ნანუაშვილს 15 აპრილს ეყოლება", - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ვიდეო: როგორ გამოიყურება სახალხო დამცველის 105 000 ლარად ღირებული "მერსედესი"

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ სახალხო დამცველის ოფისს შეუქმნას ფუნქციონირებისთვის ყველა პირობა. "ჩვენ რომ შეგვეძინა სხვა მარკის ავტომობილი, შესაძლოა, ავტომობილის საბაზრო ფასი ნაკლები ყოფილიყო, თუმცა შესყიდვის შემდეგ მანქანებს ექნება ტექნიკური პრობლემები, ჩვენ გათვლილი გვაქვს იმაზე, რომ მანქანა გამოიყენება ხანგრძლივი ვადით. რაც შეეხება თანხას, თუ რამდენი გამოიყო ბიუჯეტიდან, მე ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, გაზრდილია მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისთან და ასევე გაზრდილია სახალხო დამცველის სამუშაო მასშტაბები. შესაბამისად, გადაწყვეტილება ადეკვატურად იქნა მიღებული. აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის ოფისთან მოტანილი ჰქონდათ ბანერები "გადადგეს უჩა ნანუაშვილი", "უჩა ნანუაშვილი მოქალაქეებზე არ ზრუნავს".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია