ქართველმა მამაკაცმა ესპანეთში პოლიციელი ქალი დაჭრა

ქართველმა მამაკაცმა ესპანეთში პოლიციელი ქალი დაჭრა

ქართველმა მამაკაცმა ესპანეთში სამართალდამცველს ცეცხლი გაუსხნა. ესპანური მედიის ცნობით, 33 წლის დავით ბენდელიანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბარსელონას გარეუბანში გამვლელებს შეურაცხყოფას აყენებდა. პოლიციასთან რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, მან ერთ-ერთ სამართალდამცველ ქალს იარაღი წაართვა და ორჯერ ესროლა.

პოლიციის ოფიცერი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის მეშვეობით ცოცხალი გადარჩა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ადრე ნასამართლევია და სასჯელს რუსეთში იხდიდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ