შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას, დიდუბის გამგეობა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აგრძელებენ. ახალგაზრდებმა დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელი "3D" ფორმატში მოხატეს.

ქვეითთა გადასასვლელს სტუდენტები, შს სამინისტროსა და დიდუბის გამგეობის თანამშრომლები ერთობლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდნენ. "ზებრა" გადასასვლელზე მათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" დაწერეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი "ზებრა" გადასასვლელი უკვე მოხატეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია