ხელჩართული ჩხუბი ქობულეთში - ერთმანეთს თბილისის "დინამოს" და ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ

ხელჩართული ჩხუბი ქობულეთში - ერთმანეთს თბილისის "დინამოს" და ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრაზე ჩხუბი მოხდა. შეხვედრაზე, რომელიც ქობულეთში, საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარეობდა, გულშემატკივართა შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირების მიზეზი სავარაუდოდ, გუნდებს შორის ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩხუბი თამაშის ბოლო წუთებში დაიწყო და ის სტადიონის გარეთაც გაგრძელდა. დაშავებულები არ არიან.

იხილეთ დაპირისპირების ვიდეო

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვის მიზნით რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

საფეხბურთო მატჩი თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია