თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა შორის მომხდარი ჩხუბის დროს ოთხი პირი დააკავეს

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა შორის მომხდარი ჩხუბის დროს ოთხი პირი დააკავეს

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრის დროს მომხდარი დაპირისპირების გამო ოთხი პირია დაკავებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ოთხივე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ოთხივე დაკავებული თბილისის "დინამოს" გულშემატკივარია.

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრაზე ჩხუბი მოხდა.

შეხვედრაზე, რომელიც ქობულეთში, საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარეობდა, გულშემატკივართა შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბი თამაშის ბოლო წუთებში დაიწყო და ის სტადიონის გარეთაც გაგრძელდა.

საფეხბურთო მატჩი თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ