ფეხბურთის ფედერაცია ქობულეთის სტადიონზე მომხდარ ჩხუბის ფაქტს შეისწავლის

ფეხბურთის ფედერაცია ქობულეთის სტადიონზე მომხდარ ჩხუბის ფაქტს შეისწავლის

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მომხდარ ჩხუბის ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანმა ოთარ გიორგაძემ განუცხადა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაცია მატჩის ამსახველ ვიდეომასალას დაწვრილებით შეისწავლის, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრის დროს გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ოთხი პირია დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ოთხივე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად სტადიონზე რამდენიმე სკამია დალეწილი .

იხილეთ დაპირისპირების კადრები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია