ჰოლანდიური ტიტას პირველი მწარმოებელი საქართველოში

ჰოლანდიური ტიტას პირველი მწარმოებელი საქართველოში

ნათია გოგოხია პროფესიით ექიმია. საკუთარი საქმის მართვის სურვილმა ტიტების სათბურზე დააფიქრა და დღეს უკვე პირველად საქართველოში ჰოლანდიური ტიტის რამდენიმე სახეობას საქართველოში ახარებს.

ზუგდიდში, 300 კვ მეტრზე გაშენებულ სათბურში ტიტის 50 000 ბოლქვი დეკემბერში ჩარგეს, თებერვალში კი პირველი მოსავალი მიიღეს. მარტში ყვავილის რაოდენობა სრულად გაიყიდა. უფრო მეტიც, რაოდენობამ მოთხოვნას ვერ გადააჭარბა... რატომ მაინცდამაინც ტიტა, რა პერსპექტივა აქვს ამ სახეობას ყვავილის ქართულ ბაზარზე და რა მოლოდინი მწარმოებელს? ახალბედა, თუმცა, უკვე წარმატებულ ბიზნესში ჩართული ნათია გოგოხია "გზას" ესაუბრა:

- ბიზნესის სფეროსთან არასოდეს მქონია შეხება. მე და ჩემი მეუღლეც ქირურგები ვართ. ორივეს დღე და ღამე გვიწევდა მუშაობა. ამის გამო ჩამოვშორდი აქტიურ მედიცინას. არასოდეს ვიყავი გატაცებული ყვავილებით, თუმცა, საკუთარი საქმის დაწყების სურვილი ყოველთვის მქონდა და საბოლოოდ, ტიტების სათბური მოვაწყვეთ.

- რატომ შეარჩიეთ მაინცდამაინც ტიტა?

- საერთოდ, გამორჩეული საქმის კეთება მიყვარს. საქართველოში ყველა ვარდს ახარებს. ადგილობრივად ჰოლანდიური ტიტა არავის მოჰყავს. მართალია, ტიტა არც ისეთი პოპულარულია, როგორიც ვარდი, მაგრამ მინდა პრეცედენტი შევქმნათ და ტიტების ულამაზესი ჯიშები შემოვიტანოთ, ყვავილის ბაზარს მრავალფეროვნება შევძინოთ. ჩემი მეგობარი და ძმა ათი წელია, ბელგიაში ცხოვრობენ, სადაც ცოტა ხნის წინ უზბეკეთის საელჩოს ორგანიზებით ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ფორუმზე, რომლის მთავარი თემა ბიზნესის ხელშეწყობა იყო, ის ჰოლანდიელი ბიზნესმენები მოხვდნენ, ვინც ათეული წლებია, ყვავილის ბოლქვების მოყვანა-რეალიზებით არიან დაკავებულნი.

ბიზნესს 15 ქვეყანაში ავითარებენ, ამიერკავკასიაში კი პარტნიორი არ ჰყავთ. რეგიონში დასამკვიდრებლად იმდენად დიდი იყო მათი ინტერესი, პროექტით 150 000 ბოლქვს გასცემდნენ. Nნაკლებ რაოდენობაზე არ იყვნენ თანახმა, მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ კომპრომისზე წავიდნენ და დაგვთანხმდნენ, 50 000 ბოლქვით დაგვეწყო. ჰოლანდიელი პარტნიორი თავად ჩამოვიდა, დაგვიგეგმა სათბური რეჟიმებით, გაგვიწერა გეგმა. სათბური, რაც შეიძლება, შემცირებული ხარჯებით ავაგეთ, რადგან არ ვიცოდით, როგორი შედეგი გვექნებოდა. ახლა კი შესაცვლელი გვაქვს გათბობისა და მორწყვის სისტემები. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია