პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს იწყება - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს იწყება - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდება სკოლაში - 4 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში - 19 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება- 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

"2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება", - განაცხადა ლია გიგაურმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია