თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართული მხარისთვის რაიმე თხოვნით არ მიუმართავთ

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართული მხარისთვის რაიმე თხოვნით არ მიუმართავთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართული მხარისთვის რაიმე თხოვნით არ მიუმართავთ.

ხიდაშელის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სტრუქტურები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ორივე მეზობელთან. თავდაცვის მინისტრი გუშინ ესაუბრა თავის სომეხ კოლეგას, დღეს კი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან გეგმავს კომუნიკაციას.

"ვცდილობთ ვიყოთ მუდმივად ინფორმირებული და მუდმივად კომუნიკაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა გუშინ ქართული სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების პოზიციასთან. მთავარი ამოცანა დღეს არის ცეცხლის შეწყვეტა. როდესაც ირგვლივ სროლებია, როდესაც დაძაბულობა ამ მასშტაბს აღწევს, რაც მთიანი ყარაბაღის პირობებში ვნახეთ, აქ მთავარი ამოცანაა, შეწყდეს ცეცხლი. ამის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს საუბარი ყველა დანარჩენზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მინსკის ჯგუფის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით შედეგიანი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."