პრემიერის კომენტარი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

პრემიერის კომენტარი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

არ შემიძლია, შეშფოთება არ გამოვთქვა ჩვენს სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნატო საქართველოს სახალხო დიპლომატიის" ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით სიტუაციის დეეესკალაცია შესაძლებელი გახდება.

"არ შემიძლია არ გამოვთქვა შეშფოთება ჩვენს სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო. ჩვენ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."